Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობის 74% ამბობს, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია არ უნდა მოხდეს - NDI

01 აგვისტო, 2018 11:21

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 2018 წლის ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

შეკითხვაზე - უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაცია? გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს, 18% მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს, ხოლო 8%-მა არ იცის. 

შეკითხვაზე - უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების (მარიხუანის, ინტრავენულის, აბებისა და ა.შ.) პირადი მოხმარების გამო? - 54% მიიჩნევს, რომ არ უნდა მოიხადოს ადამიანმა ამისთვის სასჯელი, 40% ფიქრობს, რომ უნდა მოიხადოს, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

NDI-ს გამოკითხვა „გირჩის" ლიდერების სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარდა.

_____________________________________________________

საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები  NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა. 

კვლევა წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9% 

მეთოდოლოგია

 NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

 სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად

 კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა

 შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

 რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

 არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება

 ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^