
მისაღებია თუ არა თქვენთვის ეს აკრძალვა? - ამგვარი შეკითხვით მიმართეს მკვლევრებმა მოსახლეობას, საზოგადოების თავშეყრის ადგილებში სიგარეტის მოწევის აკრძალვასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა, დაამტკიცა ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოების სხვა თავშეყრის ადგილებში სიგარეტის აკრძალვის შესახებ კანონი.
გამოკითხვის მიხედვით, ეს აკრძალვა მოსახლეობის 85%-ისთვის მისაღებია.
თუმცა მოსახლეობის 28%-ის დაკვირვებით ეს აკრძალვა სათანადოდ არ სრულდება.
_____________________________________________________
საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა.
კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%
მეთოდოლოგია
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს
სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად
კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა
შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით
არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.