NDI-ის კლევის თანახმად, მოსახლეობის 59% ამბობს, რომ გასულ თვეში ერთი ანაზღაურებადი დღეც კი არ უმუშავია, 39% კი ამბობს, რომ უმუშავია (შეკითხვის ორიგინალი ვერსია: გასულ თვეში რამდენი ანაზღაურებადი დღე იმუშავეთ?).
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.