იცოდით თუ არა საპენსიო რეფორმის შესახებ? - NDI-ს გამოკითხვით, მოსახლეობის 51% ამბობს, რომ არ სმენია რეფორმის შესახებ, 46%-ს სმენია, ხოლო 3%-მა არ იცის.
შეკითხვაზე 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის სავალდებულო იქნება ყოველთვიურად ხელფასის 2%-ის საპენსიო ფონდში გადატანა - ამ შეთავაზებას ემხრობა მოსახლეობის 17%, ხოლო 40 წლამდე დასაქმებული მოქალაქეებისთვის ნებაყოფლობითი იქნება ყოველთვიურად ხელფასის 2%-ის საპენსიო ფონდში გადატანა - ემხრობა 61%. 15% ამბობს, რომ არც ერთ შეთანაზებას არ ემხრობა.
კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.