Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

71% დაუჭერდა მხარს მუშების გაფიცვას მაშინაც, თუ ეს ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებდა - NDI

01 აგვისტო, 2018 11:34

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) ივნისში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

გამოკითხული მოსახლეობის 71% ამბობს, რომ დაუჭერდა მხარს მუშების გაფიცვას, მათი აზრით, უსამართლო შრომის პირობების გასაპროტესტებლად, მაშინაც კი, თუ გაფიცვა საჯარო მომსახურებას, მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობას შეაჩერებდა. 

79% კი ამბობს, რომ დაუჭერდა მხარს მუშების გაფიცვას, მათი აზრით, უსამართლო შრომის პირობების გასაპროტესტებლად. 

_____________________________________________________

საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები  NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველოს მიერ ჩატარდა. 

კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9% 

მეთოდოლოგია

 NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

 სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად

 კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა

 შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

 რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

 არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება

 ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^