
NDI-ს კითხვაზე, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა ნებისმიერი ტიპის ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების გამო - მოსახლეობის 54% მიიჩევს, რომ ამის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ჩაჯდეს, ხოლო 40% მიაჩნია, რომ უნდა მოიხადოს ციხის სასჯელი.
შეკითხვაზე - უნდა მოხდეს თუ არა ქვეყანაში მარიხუანის ლეგალიზაცია? გამოკითხულთა 74% ამბობს, რომ არ უნდა მოხდეს, 18% მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს, ხოლო 8%-მა არ იცის.
NDI-ს გამოკითხვა „გირჩის" ლიდერების სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩატარდა.
საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა.
კვლევა წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%;