
NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 30%-ს თქმით არ იცის ხმას ვის მისცემდა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩვნები ტარდებოდეს.
მოსახლეობის 20% ამბობს, რომ ხმას „ქართულ ოცნებას" მისცემდა, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" - 11%. 15% ამბობს, რომ ხმას არცერთ პარტიას არ მისცემდა, 10% პასუხზე უარს აცხადებს.
მოსახლეობის 43% ამბობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს მასში მონაწილეობას არ მიიღებდა. მხოლოდ 57% ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებდა არჩევნებში.
შეკითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, 48% ამბობს, რომ არცერთი, 18% - „ქართული ოცნება", 10% - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", 7% - არ ვიცი, 5% - უარი პასუხზე, 3% - ლეიბორისტული პარტია, 10% - სხვა.
_____________________________________________________
საზოგადოების განწყობა საქართველოში 2018 წლის ივნისის გამოკითხვის შედეგები NDI-ის დაკვეთით CRRC-საქართველომ ჩაატარა.
კვლევა წარმოებს დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.
საველე სამუშაოების თარიღები: 23 ივნისი - 8 ივლისი, 2018. 2409 დასრულებული ინტერვიუ (49% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,9%
მეთოდოლოგია
NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს
სტრატიფიცირება – მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურ ჯგუფებად
კლასტერინგი – თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიული არეალების შემთხვევითი შერჩევა
შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით
არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.