NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 50% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო ერთნაირად არ ეპყრობა ყველა მოქალაქეს, „ზოგს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს - არა“.
მოსახლეობის 7% კი მიიჩნევს, რომ სასამართლო ყველა მოქალაქეს ერთნაირად ეპყრობა და არავის ანიჭებს უპირატესობას.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.