
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, გაზრდილია.
მოსახლეობის 81%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი.
მოსახლეობის 75%-თვის კი მისაღებია მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს NATO-ს წევრი.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.