Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს

01 აგვისტო, 2018 15:26

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამი რუსი ჟურნალისტი მოკლეს. ისინი ქვეყანაში დაქირავებული რუსი სამხედრო ჯგუფის, „ვაგნერის" საქმიანობას იძიებდნენ. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ჟურნალისტები ჯერჯერობით ამოუცნობმა პირებმა მიპარვით დახოცეს. 

რუსული ონლაინგამოცემის Investigation Control Centre (TsUR) განცხადებით, სამივე ჟურნალისტი იდენტიფიცირებულია. რუსეთის ხელისუფლების ინფორმაციით, მოკლულთა ცხედრები დედაქალაქ ბანგუიში გადაასვენეს. 

ჟურნალისტები „ვაგნერის" საქმიანობას იძიებდნენ, რომელიც, Reuters-ის წყაროების ინფორმაციით, კრემლის დაკვეთით, საბრძოლო ოპერაციებში იყვნენ ჩართულნი უკრაინასა და სირიაში.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, „ვაგნერი" ქვეყანაში მას შემდეგ ოპერირებს, რაც რუსეთმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის უშიშროებას მსუბუქი იარაღი გადასცა და ქვეყანაში ასობით სამოქალაქო და სამხედრო ინსტრუქტორი ჩამოიყვანა, რათა იარაღის გამოყენება ესწავლებინა.

რუსეთის ხელისუფლება უარყოფს ბრალდებებს, რომ „ვაგნერი" მათი ბრძანებით მოქმედებს.

ქალაქ სიბუტის მერი ჰენრი დეპელე აცხადებს, რომ ჟურნალისტები ორშაბათს, დაახლოებით 10:00 საათზე დახოცეს. მათი მძღოლი თავდასხმას გადაურჩა.

მძღოლის განცხადებით, სიბუტიდან 23 კილომეტრის მოშორებით მათ შეიარაღებული მამაკაცები დაესხნენ თავს და ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. „სამივე ჟურნალისტი მაშინვე დაიღუპა" - ამბობს მძღოლი.

TsUR-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჟურნალისტები ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში პარასკევს ჩაფრინდნენ და მათთან ბოლოს კონტაქტი კვირას, საღამოს დაამყარეს.

ორგანიზაციას მიხაილ ხოდორკოვსკი აფინანსებს ნავთობის ყოფილი მაგნატი, რომელიც კორუფციის ბრალდებით დააკავეს და ამჟამად რუსეთს გარეთ ცხოვრობს. იგი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კრიტიკოსია. TsUR-მა რამდენიმე გამოძიება გამოაქვეყნა, რომელშიც პუტინთან დაახლოებული პირების კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^