კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში, სადაც კედლის მხატვრობის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, დღეს დილით წმინდა ნინოს წარწერებიანი ფრესკა აღმოაჩინეს.
სააგენტოს ცნობით, სასულიერო აკადემიის ხატწერის კათედრის გამგის, პროფესორ მერაბ ბუჩუკურის თქმით, ეს აღმოჩენა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ფრესკა XIV საუკუნეში, 1384-96 წლებშიბი, ზანტიელი ხატმწერის კირ მანუელ ევგენიკოს მიერ არის მოხატული.
„წმინდა ნინოს ფრესკები საქართველოს ტაძრებში XII-XIII საუკუნეებამდე არ გვხვდება. ასევე, პროფესორის თქმით, წმინდა დედები არსად არ არიან გამოსახულნი წიგნით ხელში, ხოლო წმინდა ნინო წიგნითაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველთა განმანათლებელია. ამას ნათლად ადასტურებს ასომთავრულით შემორჩენილი წარწერაც „წმინდა ნინო“. მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში საკონსერვაციო სამუშაოების პირველი ეტაპი რამდენიმე დღის წინ დასრულდა. ექვთიმე თაყაიშვილის კვლევის მიხედვით, წალენჯიხის ეკლესია აგებულია X-XI საუკუნეებში, ხოლო ეკლესიისთვის გარშემორტყმული შტოები შემოუვლია ვამეყ I დადიანს.(1384-96). მარი ბროსეს მიხედვით კი, მთელი ეკლესია ვამეყ I-მა ააგო და სწორედ მისი ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინეპოლიდან მოსულ მანუელ ევგენიკოსს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.