Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოზარ სუბარი: მოულოდნელი იყო გვენეტაძის გადაწყვეტილება

02 აგვისტო, 2018 14:28

პრემიერ-მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, მისთვის მოულოდნელი იყო ნინო გვენეტაძის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, ჯანმრთელობის გარდა, სხვა მიზეზი არ იცის, რის გამოც შეიძლებოდა გადამდგარიყო ნინო გვენეტაძე, თუმცა, როგორც სუბარი ამბობს, ის აქამდე საუბრობდა იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტსა და ზეწოლაზე. 

„ძალიან  მოულოდნელი იყო პირადად ჩემთვის ნინო გვენეტაძის ეს გადაწყვეტილება, ტაძარში ვიყავი, როცა გავიგე. არც გამიგია, რომ მსგავსი გადაწყვეტილების სურვილი ოდესმე ჰქონოდა. მე რაც წავიკითხე, მან განაცხადა, რომ ეს არის ჯანმრთელობის გამო, სავარაუდოდ ასეა, ნამდვილად არა მაქვს სხვა ინფორმაცია, სხვა მიზეზი ხომ არ არსებობს.

ჩვენ მოვისმინეთ ამ რამდენიმე თვის წინ ის საუბრობდა იმავე იუსტიციის საბჭოში არსებულ დისკომფორტზე, მის მიმართ ზეწოლაზე, თუმცა არა მგონია, ეს გამხდარიყო მიზეზი, რადგან მან თქვა ჯანმრთელობის მიზეზი, ალბათ, ეს უნდა ვივარაუდოთ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

საქართველოს უზენაესი სასამართლომ ნინო გვენატაძის გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას საზღვარგარეთ სჭირდება რამდენიმეთვიანი მკურნალობა. 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე გადადგა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^