Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინდონეზიაში 6.9-ბალიანი მიწისძვრის შედეგად 91 ადამიანია დაღუპული

06 აგვისტო, 2018 12:03

ინდონეზიაში,  კუნძულზე ლომბოკზე  კვირას მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაახლოებით 91 ადამიანია დაღუპული, ასობით ადამიანი კი დაშავებულია. - ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით BBC  ავრცელებს.

6.9-ბალიანი  მიწისძვრის შედეგად დაინგრა და დაზიანდა ათასობით შენობა.  BBC-ის ცნობით 1000 ტურისტია ევაკუირებული კუნძულ ბალიდან, რომელიც კუნძულ ლომბოკს დასავლეთიდან ესაზღვრება.  მიწისძვრის შედეგად ბალიზე ერთი ადამიანი დაიღუპა. 

თავდაპირველად მოსახლეობა გაფრთხილებული იყო მოსალოდნელი ცუნამის შესახებ, თუმცა მოგვიანებით გაფრთხილება გააუქმეს.  კუნძულ ლომბოკზე ერთი კვირის წინაც მოხდა მიწისძვრა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. 

ფოტო: BBC

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^