Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს

06 აგვისტო, 2018 17:43

„ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატს არ წარადგენს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში  უმრავლესობის, პოლიტსაბჭოს წევრებისა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, პარტიამ შესაძლოა, რომელიმე კანდიდატს დაუჭიროს მხარი მას შემდეგ, რაც კანდიდატთა სრული სია გახდება ცნობილი, თუმცა. კობახიძის განცხადებითვე, ასევე შესაძლებელია, არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირონ.

„ჩვენ გვყავს არაერთი კანდიდატი, რომელსაც პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება შეუძლია, მაგრამ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატის წარდგენაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით:

„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საადაც ხალხის მიერ ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძვლზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ სისტემაში პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება. და მას არსებითად ეკისრება წარმომადგენლობითი ფუნქციები. 

პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ზეპარტიული უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. პრეზიდენტის თანამდებობაზე პარტიული კანდოდატის არჩევის პირობებში პრეზიდენტს გაუჭირდება ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და მისთვის კონტიტუციით დაკისრებული ფუნქციის სათანადოდ შესრულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^