Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარიხუანაზე გადაწყვეტილების გამო, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ლოცვებს კითხულობენ

06 აგვისტო, 2018 16:49

ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მარიხუანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად აქცია იმართება. დემონსტრანტები ადგილზე ხატებით და რელიგიკური ატრიბუტებით არიან მისული და ლოცვებს კითხულობენ. 

Facebook-ზე აქცია გურამ ფალავანდიშვილის ორგანიზაცია „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოებამ" დააანონსა, სადაც უთითებენ, რომ აქციის ორგანიზატორია „საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიების მღვდელმსახურნი და მრევლი".

დემონსტრანტები მარიხუანის საკითხზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან წაღებას მოითხოვენ. ისინი ასევე მოითხოვენ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, „როგორც ქართული საზოგადოებისთვის უკიდურესი საფრთხის შემცველი ორგანოს საერთოდ გაუქმებას".

--

„გირჩის" ლიდერების საკონსტიტუციო სარჩელზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანის მოხმარებაზე ამიერიდან არანაირი სანქცია აღარ გავრცელდება.

ამ გადაწყვეტილებამდე მარიხუანის მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციული წესით ისჯებოდა და  500 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ან 1-დან 6 თვემდე გამასწორებელ სამუშაოებს ითვალისწინებდა.

ბევრმა საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება მარიხუანის ლეგალიზაციად მიიჩნია. მათ ჰგონიათ, რომ ამიერიდან მარიხუანის მოწევა თავისუფლად შეეძლებათ და არანაირი სანქცია არ დაემუქრებათ.

თუმცა იურისტების განმარტებით, საქმე არც ისე მარტივადაა (ზოგიერთისთვის რთულად), როგორც ეს სოციალურ ქსელში თუ სხვადასხვა პოლიტიკური ძალის განცხადებებიდან ჩანს.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორიგნის ცენტრის (EMC) იურისტის, სოფო ვერძეულის განმარტებით, საკონსტიტიციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა მხოლოდ ის, რომ ორგანიზმში მარიხუანის მოხმარების კვალის აღმოჩენა აღარ დაისჯება.

წაიკითხეთ ვრცლად „ლიბერალიზე":

რას ნიშნავს, მარიხუანის „მოხმარება არ ისჯება“

ილია II მარიხუანის შესახებ გადაწყვეტილებაზე : ეს არის მტრობა ჩვენი ერისა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 დეკემბერი
15 დეკემბერი

მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური სტუმ ...

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პროტოკოლის სამსახური ინაუგურაციაზე სტუმრების სიის შედგენაში არ ყოფილა ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

ძველმა გვარდიამ კარგად ვიმუშავეთ და ველო ...

ზოგადად, ძველი გვარდიის ჩაჩოჩების ტენდენცია ახალი არ არის, მაგრამ არ მეგონა, ასე უცებ თუ მოხდებოდა გარდატეხა, - ამის შეს ...
15 დეკემბერი
15 დეკემბერი

შსს: დაკავებულია პირი, რომელიც ნარკოტიკი ...

შსს-მ რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ჟინვალში დააკ ...
^