Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: 2008 წლის ომში „საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების"

06 აგვისტო, 2018 17:22

პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის თქმით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში საომარი მოქმედებები საქართველომ დაიწყო. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, პრეზიდენტის თანამდებობაზე თავისი კანდიდატურის წარდგენისას. 

„მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ, რომ ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა. ჩვენ იმ დროს ჩავერთვეთ რუსეთის პროვოკაციაში და წავედით ამ საომარ ვითარებაში, საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი სომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რაც ასევე ევროკავშირი ამას ადასტურებდა. და ჩვენ ამას არ გადავხედავთ. ომის ტრაგედია არის ჩვენი ტრაგედია და როგორც პრეზიდენტი, ერთ რამეს გეტყვით, რომ პროვოკაციებში, რომლებზეც გვაფრთხილებდნენ ამერიკელები მაშინ, ჩვენი პარტნიორები და ევროპელები, პროვოკაციებს არ ავყვები, რადგან როცა ხარ პატარა ქვეყანა, შენს მტერზე უფრო ჭკვიანი უნდა იყო" - თქვა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პარლამენტის წევრი, დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ მან ოფიციალურად პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^