Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: შენს მოსახლეობაზე დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურება თუ გარიგება მტერთან?

08 აგვისტო, 2018 11:54

„იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება. ამას რა ჰქვია? უგუნურება, გიჟი პრეზიდენტის ახირება,  თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან?  - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებთან საუბრისას. 

„დაიწყო საომარი მოქმედებები იმ დროს, როცა საქართველოს არანაირი უპირატესობა არ ჰქონდა; იმ დროს, როცა საქართველო იყო გაფრთხილებული თავისი ყველა მოკავშირისგან, რომ სამხედრო ნაბიჯი არ გადაედგა და გაფრთხილებული იყო, რომ არ იქნებოდა დახმარება.  იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბობვის დაწყება. ამას რა ჰქვია? უგუნურება, გიჟი პრეზიდენტის ახირება,  თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან? 

„ეს არის ის მოცემულობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ ოკუპანტი, აგრესორი იმპერიალისტი უნდა დავძლიოთ არა იმით, რაც არ გვაქვს - ანუ სამხედრო ძალით, არამედ უნდა დავძლიოთ ჭკუით და ერთად დგომით. სიძულვილი, რაც ქვეყანაშია და რომელიც ჩემზეც წამოვიდა, გარწმუნებთ, რომ მზად ვარ ყველაფრისთვის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

19 აგვისტო
19 აგვისტო

„განახლებული ოკუპაცია“ და გატაცებული ახა ...

17 აგვისტოს გორის რაიონის სოფელ ახალუბანში რუსმა სამხედროებმა შვიდი ადგილობრივი ახალგაზრდა იმ დროს გაიტაცეს, როცა ისინი ...
19 აგვისტო
19 აგვისტო

დეპუტატი ბიძინა გეგიძე სუსში დაბარებას მ ...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბიძინა გეგიძემ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე და ...
17 აგვისტო
17 აგვისტო

ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიაზია საჯარო რ ...

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“, როგორც იურიდიულმა სუბიექტმა, ფუნქციონირება უკვე დაიწყო. როგორც მისი დამფუძნებ ...
^