პროკურატურის განცხადებით, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გაუპატიურების ჩადენის ფაქტზე ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„2017 წლის 19 დეკემბერს, ქ.ვალეში ი.ა.-მ ფიზიკური ძალადობით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მ.ზ. - თან, მისსავე საცხოვრებელ სახლში, სქესობრივი კავშირი დაამყარა. სამართალდამცველებმა ი.ა. იმავე დღეს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ქ.ვალეში დააკავეს", - წერს პროკურატურა.