Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: ცესკოს თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები „გირჩის" კანდიდატი

09 აგვისტო, 2018 13:54

„ცესკომ დაგვიდასტურა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ოფიციალურად ვერ ვიქნები გირჩი / Girchi-ს კანდიდატი. პარტიამ რომ კანდიდატი დააყენოს, წინა არჩევნებზე უნდა იყოს რეგისტრირებულიო", - ამის შესახებ ზურა ჯაფარიძე facebook-ზე წერს.

როგორც ჯაფარიძე წერს, მისთვის და „გირჩელებისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს „გირჩი", ამიტომ ხვალ მიმართავს იუსტიციის სამინისტროს, რომ მის სახელს დაემატოს ე.წ middle name - „გირჩი". ანუ გახდეს - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მისი თქმით, ამ გზით „გირჩი" საარჩევნო ბიულეტენში მოხვდება.

„ამ წესს ცესკო ვერ ცვლის, პარლამენტის შესაცვლელიაო.

ჩემთვის და „გირჩელებისთვის" პრინციპული საკითხია, რომ ბიულეტენში ეწეროს გირჩი;

საბოლოო ჯამში ჩემთვის ხმის მიცემა, გირჩისთვის ხმის მიცემაა, რადგან ცალკე აღებული ჯაფარიძე არ უდრის გირჩს. ცალ-ცალკე გირჩამდეც გვიკეთებია რაღაცეები, მაგრამ ის რაც არის გირჩი, მხოლოდ ჩვენი ერთობლიობით შეიქმნა.

რადგან ქართული საარჩევნო კანონმდებლობა საკუთარ თავზე აქვთ მორგებული მსხვილ პარტიებს და, როგორც მსხვილი ბიზნესები, ხელს უშლიან პატარა მოთამაშეების პოლიტიკურ ბაზარზე შესვლას (რისი გამოხატულებაცაა ეს კონკრეტული შემთხვევაც), გადავწყვიტეთ შემდეგი (იდეის ავტორი Dato Rogava):

ხვალ, ოფიციალურად მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩემს სახელს დაემატოს ე.წ middle name - „გირჩი". ანუ, რომ გავხდე - ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. ამ გზით გირჩი მოხვდება საარჩევნო ბიულეტენში", - წერს ჯაფარიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^