Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არგენტინაში აბორტი კვლავ აკრძალულია - სენატმა კანონპროექტი ჩააგდო

09 აგვისტო, 2018 14:37

არგენტინის სენატმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ორსულობის 14 კვირამდე შეწყვეტის უფლებას დააკანონებდა. სენატის 38-მა წევრმა ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა, ხოლო 31-მა მხარი დაუჭირა. 

არგენტინაში აბორტი დასაშვებია მხოლოდ გაუპატიურების შემთხვევაში და მაშინ, როცა დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. 

გადაწყვეტილებას არგენტინის პარლამენტის წინ აქცია და კონტრაქცია მოჰყვა. BBC-ის ცნობით, კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებდნენ: „სენატის გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ არგენტინა ჯერ კიდევ არის ქვეყანა, სადაც მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები“. 

ემოციის გარეშე არ ჩაუვლია გადაწყვეტილების მოსმენას აბორტის კანონპროექტის მხარდამჭერებისთვის, რომლებიც მწვანე ფერის სამოსს ატარებდნენ. აქციის მონაწილეები ტიროდნენ და ერთმანეთს ამხნევებდნენ. სენატის გადაწყვეტილების შემდეგ აქციის მონაწილეები პოლიციას დაუპირისპირდნენ. 

აქტივისტები და უფლებადამცველები წლების განმავლობაში მუშაობდნენ აღნიშნულ კანონპროექტზე. კანონპოროექტის ლობისტები აცხადებდნენ, რომ კანონპოროექტის მიღება ქალების ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან გასულ წელს არალეგალური აბორტების შედეგად 43 ქალი გარდაიცვალა. 

25 ივლისს არგენტინაში ქალები სერიალ „მხევლის წიგნის“ პერსონაჟების ფორმით გამოვიდნენ და მსვლელობა მოაწყვეს. ისინი აპორტესტებდნენ კანონს, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში აბორტი კრიმინალიზებულია, რაც მათი თქმით,  დედათა სიკვდილიანობის გამომწვევი ფაქტორია.  ქალებმა კონგრესის შენობასთან მარგარეტ ეტვუდის წერილები წაიკითხეს. „არ შეიძლება მოგწონდეს აბორტი, მაშინაც კი, როცა ის უსაფრთხო და ლეგალურია და არ შეიძლება მოგწონდეს სიკვდილის პირას მყოფი ქალები, რომლებიც სისხლისგან იცლებიან სააბაზანოში არალეგალური აბორტის გამო. რა უნდა გააკეთო?“ - კითხულობდნენ ბუენოს აირესში, კონგრესის შენობასთან აქციის მონაწილე ქალები. 

ფოტო: Agence France-Presse

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^