Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რამდენი მილიონი გამოიყო ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტების გრანტისთვის

09 აგვისტო, 2018 17:49

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომაზე ბაკალავრებისა და მაგისტრანტების საგრანტო დაფინასების საკითხი წარადგინა.

სამინისტროს ინფორმაციით, 2018-2019 სასწავლო წლისათვის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხა 25 323 750 ლარს შეადგენს, საიდანაც 12 723 750 ლარი პრიორიტეტული მიმართულებებისთვის, ხოლო 12 600 000 ლარი - სახელმწიფო სასწავლო გრანტისათვის დაიხარჯება.

კატეგორიების მიხედვით თანხები შემდგენაირად განაწილდება:

  • სახელმწიფო სასწავლო გრანტების სრული და ნაწილობრივი დაფინანსებისთვის 9 155 000 ლარი;
  • სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებისთვის - 2 520 000 ლარი;
  • ეროვნული გამოცდებით ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისთვის - 240 000;
  • ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 225 000;
  • ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 225 000;
  • ზოგადი უნარების აფხაზურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 10 000;
  • ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის - 10 000;
  • ხოლო სტუდენტებისთვის, რომლებიც გრანტს გაიუმჯობესებენ,  215 000 ლარი.

2018-2019 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა 2 250 000 ლარით განისაზღვრება და თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:

  • პრიორიტეტული საგანმანათლებლო მიმართულებებისთვის - 2 000 000;
  • სოციალური პროგრამის ფარგლებში მაგისტრანტების დაფინანსებისთვის - 205 000;
  • ხოლო ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული უცხო ქვეყნის მოქალაქე მაგისტრანტებისთვის - 45 000 ლარი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^