Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ზურაბიშვილი: კითხვაზე, ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - რუსეთი

09 აგვისტო, 2018 19:49

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე, რომელიც აგვისტოს ომს ეხებოდა, facebook-ზე განმარტებას აკეთებს. როგორც ზურაბიშვილი წერს, კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, ერთმნიშვნელოვანი პასუხია - რუსეთი. ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი მიხელ სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა. გთავაზობთ მის განცხადებას: 

„ამ ორი დღის განმავლობაში მოვისმინე არაერთი განცხადება და ინტერპრეტაცია აგვისტოს ომზე ჩემს კომენტარებზე.

1. კითხვაზე, თუ ვინ იყო აგრესორი 2008 წელს, პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი: რუსეთი.

რუსეთს 2008 წლის აგვისტომდეც უკანონოდ ჰქონდა დაკავებული ჩვენი ტერიტორიები და საგულდაგულოდ ემზადებოდა აგვისტოს ომისთვის, რაზეც ინფორმაცია ჰქონდა, მათ შორის სააკაშვილს და მის გარემოცვას, 2008 წლის აგვისტოში, პროცესები წარიმართა რუსეთის სცენარის შესაბამისად, რამეთუ აგვისტომდე დიდი ხნით ადრე იყო მომზადებული;

2. კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ, პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი: დიახ.

მეტიც სააკაშვილის და მისი გარემოცვის უგუნურობა და მოღალატეობრივი ქცევა იყო პუტინის სცენარის განხორციელების აუცილებელი წინაპირობა. იმის მაგივრად, რომ რუსულ პროვოკაციებზე სააკაშვილს ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფით და საერთაშორისო პარტნიორების ყურადღების გამახვილებით ეპასუხა, მან რუსეთის სამხედრო პროვოკაციებს სამხედრო პასუხი გასცა, რაც რუსეთის მიერ გამოყენებულ იქნა საბაბად საქართველოს წინააღმდეგ ომის დასაწყებად. 

ეს იყო სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. 

ამ ყველაფრის შეხსენება ორი მიზეზის გამოა აუცილებელი: რათა არ დაბრუნდნენ დამნაშავეები ხელისუფლებაში და მომავალში არცერთმა ხელისუფლებამ არ ჩაიდინოს მსგავსი გამოუსწორებელი დანაშაული ქვეყნისა და ხალხის წინაშე.

მე ამ ყველაფერს ვიტყვი ყოველთვის, რამდენადაც მწარე არ უნდა იყოს ეს სიმართლეა ნაციონალებისა და მათი სატელიტებისთვის, რომლებიც იყვნენ და არიან რუსეთისა და ანტიდასავლური ძალების საუკეთესო საყრდენი ჩვენს ქვეყანაში.

დაბოლოს, ჩემთვის რაიმეს დაბრალება, მეტადრე იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ჩემი დიდი ძალისხმევით გაყვანილი რუსული ჯარები 2008 წელს რუსეთს უკან შემოაყვანინა, არის სხვა არაფერი, თუ არა უტიფრობა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის უსუსური მცდელობა.

ეს არის ჩემი საბოლოო კომენტარი აგვისტოს ომთან დაკავშირებით. წინ გველის საინტერესო საპრეზიდენტო, ევროპული კამპანია, რომელიც უმეტესად მომავალზე საუბრის ფონზე უნდა წარიმართოს", - წერს ზურაბიშვილი. 

ზურაბიშვილი: 2008 წლის ომში „საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი საომარი ვითარების"

ზურაბიშვილი: შენს მოსახლეობაზე დაბომბვის დაწყებას რა ჰქვია? უგუნურება თუ გარიგება მტერთან?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^