ჩხოროწყუში, ტობავარჩხილზე ტურისტებზე იძულების მცდელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ბრალს აღიარებს.
დაკავებულის ადვოკატი იმედს გამოთქვამს, რომ ამ გარემოებას მოსამართლე გაითვალისწინებს და პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის საპროცესო შეთანხმებას დააკმაყოფილებს.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელას ხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დანაშაულს აღიარებს და ინანიებს მომხდარს”, - უთხრა ჟურნალისტებს შოთა ჩიქოვანმა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-150-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იძულების მცდელობას გულისხმობს.