Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტურისტებზე იძულების მუხლით ბრალდებულს საპროცესო გაუფორმდა, ის ციხეში 3 თვეს დაჰყოფს

10 აგვისტო, 2018 12:27

ტობავარჩხილზე დაკავებულ მამაკაცს, რომელიც ბრალად ტურისტების მიმართ იძულება ედებოდა, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 10 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მსჯავრდებული 3 თვეს ციხეში გაატარებს, ხოლო 7 თვე პირობითით გათავისუფლდება.

შემთხვევა ტობავარჩხილზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებდა, ბრალდებული მამაკაცი ტურისტების კარავში შესვლას და სექსუალური კონტაქტის დამყარებას ცდილობდა. 

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი მუხურში დაემგზავრა ორ გერმანელ ტურისტს და ლუგელასხეობისკენ გააცილა. მან კარავში შესვლა სექსუალური კონტაქტის დამყარების მიზნით სცადა, თუმცა ტურისტებმა 112-ში დარეკეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. დანაშაულს აღიარებს და ინანიებს მომხდარს”, - უთხრა ჟურნალისტებს შოთა ჩიქოვანმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^