Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში საავადმყოფოში მშობიარობის შემდგომ ქალი გარდაიცვალა

13 აგვისტო, 2018 12:28

მშობიარობის შემდგომ ქალის გარდაცვალების ფაქტს შსს და რეგულირების სააგენტო შეისწავლის. 

სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ ახალგაზრდა ქალი 10 აგვისტოს გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ „ნინოს“ დირექტორმა, ნინო კაკულიამ განუცხადა მშობიარობის შემდეგ დაწყებული გართულებების გამო აუცილებელი გახდა პაციენტის ღუდუშაურში გადაყვანა. ახალგაზრდა ქალი ღუდუშაურის კლინიკაში გარდაიცვალა. 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოსა“ და ღუდუშაურში შესვლის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს. 

როგორც „ლიბერალს“ სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა განუცხადა, შესწავლისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია. 

„შესწავლისთვის საჭირო პროცედურები უკვე დაწყებულია, მზადდება შაუამდგომლობა სასამართლოში შესატანად. როგორც კი გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება, ადგილზე შევალთ და დავიწყებთ შესწავლას. რასაკვირველია, ორივე დაწესებულებაში, „ნინოსა“ და ღუდუშაურშიც სანახავია დოკუმენტაცია“, - განაცხადა  კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა, ნინო ხუციშვილმა. 

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^