Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შენდეროვიჩი: უნდა მოვინანიო - საქართველოსთან ომი რუსეთმა დაიწყო

13 აგვისტო, 2018 13:21

„ომი ჩვენ არ გადაგვიტანია, ჩვენ ის უბრალოდ არ შეგვიმჩნევია. ომი გადაიტანა საქართველომ, რომელსაც ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი წაგლიჯეს. ეს ომი საქართველომ გადაიტანა ან ბოლომდე ვერც გადაიტანა" - განაცხადა 9 აგვისტოს Эхо Москвы-ს ეთერში რუსმა მწერალმა, ვიკტორ შენდეროვიჩმა . ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელშიც ის ამბობდა, რომ აგვისტოში რუსეთს ომის გადატანა მოუწია, შენდეროვიჩმა უპასუხა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. 

„ჩვენ გონზეც ვერ მოვედით, ისე მივითვისეთ ტერიტორია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 10 წლის წინ ახალი რუსული იმპერიალიზმი დაავადების ღია ფაზაში შევიდა, როგორც ტუბერკულოზი. არის ხველება და სისხლის ამოხველება. აი, ჩვენ უკვე სისხლს ვახველებთ. დიდი ხანი ვემზადებოდით და 10 წლის წინ პუტინის პირველი ინტერვენცია მოხდა. იქამდე ფორმალურად საკუთარ ტერიტორიაზე ღვრიდნენ სისხლს ჩეჩნეთში, მერე კი საერთაშორისო სისხლის ნთხევა დაიწყეს" - თქვა შენდეროვიჩმა. 

მისივე თქმით, ოსეთში 10 წლის წინ აგრესია, მუქარა და ყველა პროპაგანდისტული და დიპლომატიური მექანიზმი გამოიყენეს.

„დასავლეთმა ეს გონზემოუსვლელად შეჭამა. მთელი ეს კომისიები, სარკოზი, ეს ყველაფერი სიბინძურეა. დასავლეთმა თვალის დაბრმავება არჩია, შედეგად კი დონბასი, მალაიზიური ბოინგი და სირია მიიღო - სულ ეს არის. ეს კი იმიტომ, რომ 10 წლის წინ გადაწყვიტეს, არ შეემჩნიათ, გაეტარებინათ პირველი ღია აგრესია" - თქვა შენდეროვიჩმა.

როგორც მან განაცხადა, ინანიებს, რომ 10 წლის წინ პუტინსა და სააკაშვილს თანაბრად სდებდა ბრალს. 

„უნდა მოვინანიო. 10 წლის წინ მასშტაბები ვერ წარმომედგინა. ვიცოდი, რომ ჩვენები იტყუებოდნენ, მაგრამ ტყუილის მასშტაბები ვერ წარმომედგინა, ამიტომაც 10 წლის წინ პასუხსმგებლობას თანაბრად ვაკისრებდი სააკაშვილსა და პუტინს. არ არსებობს არავითარი თანაბარი პასუხისმგებლობა. ომი ჩვენებმა დაიწყეს იქამდე. ჩვენმა მეომრება მოახდინეს პროვოცირება  და შევიდნენ მათ ტერიტორიაზე, ესროდნენ და აფეთქებდნენ, ომი 8 აგვისტომდე დაიწყო. სააკაშვილმა უკვე შეტევას უპასუხა" - თქვა მწერალმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^