Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ომბუდსმენი - თბილისში შშმ პირებისთვის განსაზღვრული პარკირების წესი დისკრიმინაციულია

13 აგვისტო, 2018 13:56

სახალხო დამცველის აპარატი თბილისში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განსაზღვრული პარკირების წესს დისკრიმინაციულად მიიჩნევს. კანონში, 2016 წლის ცვლილების მიხედვით, მანქანის შშმ პირთათვის განკუთვნილ პარკირების ადგილზე გაჩერების უფლება მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს შეუძლიათ.

2016 წლის 6 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეკომენდაციით მიმართა და თბილისში, სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის ხელახალი განსაზღვრა მოითხოვა.  

"თბილისის საკრებულო ამართლებს ამგვარ მიდგომას, ვინაიდან კანონმდებლობა ზოგადად განასხვავებს მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას, ახალი რეგულაცია კი შეღავათს იმ პირთა წრის მიმართ აწესებს, რომლებიც ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, უფრო მაღალი ხარისხის მზრუნველობას საჭიროებენ.

სახალხო დამცველმა აღნიშნული საკითხი შეზღუდული შესაძლებლობის სამედიცინო მოდელის კონტექსტში განმარტა და მიიჩნია, რომ სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის მიზნისთვის, შესაბამისი პირები ერთმანეთთან უნდა გათანაბრდნენ არა მათთვის მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის, არამედ ამ უფლებით სარგებლობის ინდივიდუალური საჭიროების გათვალისწინებით", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^