Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ლევან ვასაძეს საპრეზიდენტო კანდიდატობა შევთავაზეთ“ - კახა კუკავა

13 აგვისტო, 2018 14:09

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი, კახა კუკავა ამბობს, რომ სურს, პრეზიდენტობის კანდიდატად ბიზნესმენი ლევან ვასაძე წარადგინოს. როგორც კუკავამ „TV პირველთან“ განაცხადა, მან ვასაძეს ამ შეთავაზებით უკვე მიმართა და პასუხს ელოდება.

„ჩვენ შევთავაზეთ ბატონ ვასაძეს, ყოფილიყო ეროვნული ძალების ერთიანი კანდიდატი. შეიძლება, ყველაფერში მეც არ ვეთანხმებოდე, მაგრამ მას აქვს ყველაზე მაღალი ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან. დასთანხმდება თუ არა, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი“, - თქვა კახა კუკავამ.

კუკავას თქმით, „თავისუფალი საქართველო“ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვასაძის უარის შემთხვევაშიც აპირებს. ის საპრეზიდენტო კანდიდატს, სავარაუდოდ, კვირის ბოლოს დაასახელებს.

„ჩვენ გვექნება კონსულტაციები სხვა არალიბერალურ ძალებთანაც, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ. იდეალური იქნებოდა, ლევან ვასაძე ყოფილიყო კანდიდატი, იმიტომ, რომ მას აქვს ჩემზე მაღალი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, მაგრამ თუ არ იქნება ლევან ვასაძე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ამ არჩევნებში ლიბერალებს დავტოვებთ მარტო“, - განაცხადა კახა კუკავამ „TV პირველთან“.

საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^