Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ლირის გაუფასურებაზე პოსტების გამო, 346 მომხმარებლის მიმართ თურქეთმა გამოძიება დაიწყო

13 აგვისტო, 2018 14:12

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, გამოძიება დაიწყება სოციალური მედიის 346 მომხმარებელთან მიმართებაში, რომლებიც, მათი თქმით, ლირის გაუფასურებაზე „პროვოკაციულად“ წერდნენ, რამაც ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.

Reuters-ის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყება სოციალური ქსელის იმ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც 7 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში აქტიურად წერდნენ ლირის გაუფასურებაზე. 

________________________________________

თურქეთის ცენტრალური ბანკი აცხადებს, რომ ლირის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ყველა ზომას მიმართავს. ცენტრალური ბანკის განცხადებით, უზრუნველყოფილი იქნება  ბანკების ლიკვიდურობა.

თურქეთის ცენტრალური ბანკის ამ განცხადებამდე ლირა დოლართან მიმართებაში 9%-ით იყო გაუფასურებული, ხოლო უკვე დღეს დილით - 6%-ით.  

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა. 

ანკარა მას  ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.  ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია. 

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^