Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს ამირან დევნოზაშვილის დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს

13 აგვისტო, 2018 16:59

მამა, რომელსაც 8 შვილი სვანეთში სახლში ჰყავს გამოკეტილი, დააკავეს. ამირან დევნოზაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია  „ლიბერალს" შს სამინისტროში დღეს დაუდასტურეს. 

უწყება ამირან დევნოზაშვილის დაკავების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს. 

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახის წევრების (მათ შორის, არასრულწლოვანი შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე 1971 დაბადებული ა. დ. დააკავა.

2018 წლის 29 იანვარს, მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ლენტეხის რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ა. დ.-ს მიერ ოჯახის წევრების (შვილების) მიმართ განხორციელებული იძულების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

გამოძიების მიმდინარეობის პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

ექსპერტიზის დასკვნის მიღებისთანავე, 28 ივლისს, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით ა. დ.-ს დაკავების შესახებ. სასამართლოს განჩინებით ა. დ. დაკავებული იქნა შვილების მიმართ განხორციელებული იძულების ბრალდებით სისხლის სამართლის კოდექსის სსკ-ის 11 პრიმა 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 18 თვემდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს.

იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი მეტად სენსიტიურია და ეხება ბავშვებს, რომელთა ინტერესების გათვალისწინებაც სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტია, სამინისტრო თავს იკავებს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გასაჯაროებისგან და ასევე მოუწოდებს საზოგადობას განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნონ ამ საკითხს." 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^