Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არასაარჩევნო დროს აკრძალვა პოლიტიკურ რეკლამაზე დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს“ - კახიძე

13 აგვისტო, 2018 17:14

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას არასაარჩევნო დროს პოლიტიკური რეკლამის აკრძალვის შესახებ არაკონსტიტუციურს უწოდებს.

დღეს გამართულ ბრიფინგზე კახიძემ განაცხადა, რომ კომისიის ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს, რისთვისაც „ევროპულმა საქართველომ“ უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მიმართა.

როგორც კახიძემ „ლიბერალს“ უთხრა, იმ შემთხვევაში, თუ კომისიის გადაწყვეტილება არ შეიცვლება, „ევროპული საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

„პოლიტიკური პარტიები მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, განათავსონ რეკლამა იმ საკითხებზე, რომელიც ეხება პარტიის პროგრამას, ეხება მათ საკანონმდებლო ინიციატივებს, ეხება სხვადასხვა საპროტესტო აქციას თუ პარტიის ყრილობას.

იქმნება ძალიან არაორდინალური მდგომარეობა, რაც ხელს აძლევს ხელისუფლებას. ის სოციალური რეკლამის სტატუსით თავის რეკლამებს შეუზღუდავად ათავსებს. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ მიიჩნევს, რომ ეს აბსოლუტურად უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო მარეგულირებელმა კომისიამ და პირადად ბატონმა ბექაურმა, დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს და შეიცვალოს“, - განაცხადა კახიძემ.

კახიძის თქმით, „ევროპული საქართველო“ ამ საკითხზე, როგორც მესამე მხარე, ჩართულია სასამართლო დავაშიც „რუსთავი 2-სა“ და კომუნიკაციების კომისიას შორის. კომისიამ პირველად სწორედ „რუსთვი 2“ დააჯარიმა ეთერში „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური რეკლამის გაშვებისთვის.

საქალაქო სასამართლოში კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან.

ამისთვის კომისია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 66-ე პრიმა მუხლს მიუთითებს. რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე, მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება არ შეიძლება.

საქალაქო სასამართლომ კომუნიკაციების კომისია გაამართლა და პროცესი ახლა სააპელაციო სასამართლოში გრძელდება. კახიძის თქმით კი, კომისია კანონს არასწორად განმარტავს.

„ეს კანონის აბსურდული განმარტებაა. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პარტიას არ ჰქონდეს თავისი ტელევიზია, მის დოტაციაზე არ ამყოფოს. რაც შეეხება რეკლამის აკრძალვას პოლიტიკური პარტიისთვის, ეს სრული აბსურდია. გინდა, რომ შენი გზავნილი მიიტანო მოქალაქეებამდე და კომისიის გადაწყვეტილებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე 4 წლის განმავლობაში ამის უფლება არ გაქვს“, - უთხრა კახიძემ „ლიბერალს“.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, თუ მანამდე არ შეიცვალა ეს გადაწყვეტილება, კომუნიკაციების კომისიასთან დავა საკონსტიტუციო სასამართლოში გაგრძელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^