Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს" - საპატრიარქო დეკანოზზე განცხადებას ავრცელებს

13 აგვისტო, 2018 17:53

დეკანოზ გიორგი მამალაძეზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. სადაც წერია, რომ „ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა ზოგიერთი მედია დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მიმართებაში. მას წარმოაჩენენ სიმართლისათვის დევნილად, კორუფციასთან მებრძოლად და ამ მიზეზით დასჯილად; საპატრიარქოს კი , – დამნაშავეთა მფარველად და უსამართლობის ხელშემწყობად."

განცხადებაში ნათქვამია, რომ „მიზანია ეკლესიისა და სასულიერო დასის დისკრედიტაცია და, ამასთან, შეწყალების მისაღწევად გარკვეული ზემოქმედების მოხდენა პრეზიდენტსა და საზოგადოებაზე."

„ციანიდის“ საქმესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს თავისი პოზიცია დღემდე არ დაუფიქსირებია ორი მიზეზის გამო: არ იცნობს გამოძიების მასალებს და ამასთან, თავს იკავებს განცხადებებისაგან, რომ ნებსით თუ უნებლიედ, დამატებითი ზიანი არ მიეყენოს დაკავებულს.

ჩვენ გვაქვს მოცემულობა, რომ, ფაქტიურად, სამი ინსტანციის სასამართლომ დეკ. გიორგი მამალაძეს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა.

ჩვენ ვერ შევაფასებთ სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ მხარეს, მაგრამ შევნიშნავთ, რომ, სამწუხაროდ, როგორც დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისე მისი ინტერესების დამცველები მედიასთან ურთიერთობაში სიცრუეს მუდმივად იყენებენ და ხალხი შეცდომაში შეჰყავთ.

სიცრუეა ისიც, თითქოს საქართველოს საპატრიარქოში მილიონობით თანხებზე ხდება კორუფციული გარიგებები და რომ დეკანოზი ამის მხილებას შეეწირა.

საერთოდ, ეკლესია არავისი დაპატიმრების მოსურნე არ არის; ამისთვის იმ ადამიანებსაც არ იმეტებს, რომელთაც მორალურად, თუ მატერიალურად სერიოზული ზიანი მიაყენეს მას. რატომ იქნება იგი მამალაძის დაჭერის მომხრე, ან რატომ არ დაიცავს მას, თუ ამის საფუძველი მიეცემა?!

ჩვენ არ ვიცით, შეიწყალებენ თუ არა მამალაძეს, მაგრამ მას აუცილებლად მოუწევს პასუხი გასცეს წმინდა სინოდს იმ ცილისწამებების გამო, რასაც თითქმის ორი წელია ავრცელებს, ან მისი სახელით ავრცელებენ." - ნათქვამია განცხადებაში. 

ადვოკატებმა პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით 8 აგვისტოს მიმართეს.ზვიად ქორიძის თქმით, დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხი კომისიის უახლოეს სხდომაზე, მსჯავრდებულის თანხმობის დოკუმენტაციის მიღების შემდეგ განიხილება.

ადვოკატები პრეზიდენტს გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავენ

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^