Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიდი ხალისი, როგორც ჩანს, არ აქვს“ - კუკავა ვასაძის პასუხს კვირის ბოლომდე ელის

13 აგვისტო, 2018 18:27

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, ბიზნესმენ ლევან ვასაძის პასუხს საპრეზიდენტო კანდიდატობის შეთავაზებაზე კვირის ბოლომდე დაელოდება. თუმცა, როგორც „ლიბერალს“ კუკავამ უთხრა, ვასაძეს, „როგორც ჩანს დიდი ხალისი არ აქვს“.

„საჯაროდ შევთავაზეთ, რაიმე კონსულტაციები და მოლაპარაკებები არ გვქონია. ეს არის ჩვენი საჯარო პოზიცია. მივესალმები თუ ლევანი ამას გადაწყვეტდა, თუმცა, დიდი ხალისი, როგორც ჩანს არ აქვს“, - უთხრა კუკავამ „ლიბერალს“.

კახა კუკავას თქმით, მისი პარტიის კანდიდატის წარდგენა კვირის ბოლოს იქნება. ვასაძესთან ერთად პარტიაში სხვა კანდიდატებსაც განიხილავენ, მათ შორის თავად კუკავს კანდიდატურას. თუმცა ლევან ვასაძეს, პარტიის ლიდერის თქმით, მასსა და სხვებზე გაცილებით დიდი რეიტინგი აქვს.

„ლევანი სხვა კანდიდატებისგან გამოირჩევა იმით, რომ მისი ავტორიტეტი არ მოითხოვს გაზომვას და კონსულტაციებს. მისი რეიტინგი ბევრად აღემატება ჩემსასაც და სხვისასაც. ამიტომ ლევანი თუ გადაწყვეტდა, არ იქნებოდა სადავო“, - უთხრა კუკავამ „ლიბერალს“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^