Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს კონტრტერორისტულ ცენტრში მოწმის სახით დაკითხვაზეა დაბარებული

14 აგვისტო, 2018 11:01

პანკისში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ დეპარტამენტში, მოწმის სახით, დაკითხვაზეა დაბარებული. 

„ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის ინფორმაციით, დაკითხვა დღეს, 12 საათზეა დანიშნული. მიქელაძის განმარტებით, უცნობია, კონკრეტულად რა საკითხთან დაკავშირებით დაკითხავენ მაჩალიკაშვილს. იურისტი ვარაუდობს, რომ ეს მაჩალიკაშვილის მიერ 31 მაისს გაკეთებულ განცხადებას ეხება.

„ორ თვეზე მეტი დრო გავიდა ამ განცხადებაზე გამოძიების დაწყების მომენტიდან და ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, ამ საქმეზე არც ერთი ტიპის ინფორმაცია პროკურატურას არ მოუწოდებია. საინტერესოა, დაკითხვის შინაარსი და სტრატეგია. ჩვენი ადვოკატი მასთან ერთად იქნება”, – წერს თამთა მიქელაძე „ფეისბუკზე".

31 მაისს, რუსთაველის გამზირზე აქციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, რომ მას და კიდევ რამდენიმე ადამიანს ფიცი ჰქონდათ დადებული, მისულიყვნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და თავი აეფეთქებინათ, თუმცა ეს ქართველი ერის სიყვარულის გამო გადაიფიქრეს. აღნიშნულ განცხადებას უსაფრთხოების სამსახური 12 ივნისიდან იძიებს.

მაჩალიკაშვილმა თავისი ნათქვამი მოგვიანებით განმარტა და აღნიშნა, რომ მისთვის სიკვდილზე მეტია ტერორიზმში დადანაშაულება: „შვილი ამათ ჩამიცხრილეს ლოგინში და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ მეუბნებიან, შენ ასეთ განცხადებას აკეთებო. იმას აღარ ფიქრობენ, მუსლიმ კაცს რაღაც თუ წამომცდა, მაგას კუდს გამოაბამენ, ეს არ არის კარგი საქციელი. შეიძლება ემოციურად მომივიდა, შეიძლება ჩემ ადგილას ნებისმიერი ასე მოქცეულიყო, მაგრამ ეს რომ გაეკეთებინა ჩემს ხალხს, ჩეჩენ ხალხს ჩემთან, მე მართლა ავიფეთქებდი თავს და დავაყოლებდი მათ ათას ადამიანს ჩემს თემირლანს, მაგრამ მე ამას საქართველოში არც გავაკეთებდი და არც გავაკეთებ,” – თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^