Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ტყის მცველი დააკავა

14 აგვისტო, 2018 12:10

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით, ტყის მცველი დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულის სამოქმედო ტერიტორიაზე უკანონოდ მოჭრილმა ხე-ტყემ გარემოს 287 200 ლარის ზიანი მიაყენა.

პროკურატურის ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის სიონის სატყეო უბნის N2 სამცველოს ყოფილი ტყის მცველი, ბ.ნ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. ის 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე სიონის სატყეო უბნის დარბაზის N2 სამცველოს ტყის მცველად მუშაობდა და ევალებოდა მასზე ჩაბარებული ტყის დაცვა, თუმცა დაკავებულმა არაჯეროვნად შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა, რის გამოც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

„2018 წლის იანვარსა და თებერვალში სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ბ.ნ.-ს სამოქმედო ტერიტორიაზე  2300 კბმ - 3026 ძირი უკანონოდ მოჭრილი სხვადასხვა ჯიშის ხე გამოავლინეს, რის შედეგადაც გარემოზე მიყენებულმა ზიანმა  287 200 ლარი შეადგინა. 
სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირთა, მათ შორის საჯარო მოხელეთა მხილების მიზნით“, - ნათქვმაია პროკურატურის განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად  თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

მეუფე იაკობი კანაფის წარმოების კანონპროე ...

პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ ხელისუფლება კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტს გამოიწვევს.& ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

„უშიშროების საბჭოში, ყველგან ჩვენი წარმო ...

ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოსა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში საპატრიარქ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

ბახტაძე: კანაფის კულტივაციის ნაწილთან და ...

პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის თქმით, მარიხუანის კანონპროექტზე, კერძოდ კანაფის კულტივაციასთან დაკავშირებით საზოგადოე ...
^