Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საბაჟო გამშვებ პუნქტებში 9 480 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

14 აგვისტო, 2018 12:38

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელ ხიდსა და „სარფში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამურად, 9480 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. 

აზერბაიჯანისა და საქართველოს მოქალაქეებს ზ.მ.-სა (7760 ღერი) და დ.ბ.-ს (1720 ღერი) არადეკლარირებული სიგარეტი, ეჭვის საფუძველზე, კუთვნილი ავტომობილების დათვალიერებისას აღმოუჩინეს. აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ პირებს ავტომობილების სალონებში მალულად ჰქონდათ განთავსებული.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, აზერბაიჯანის მოქალაქეს ზ.მ.-ს სანქციის სახით, ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალება, საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა, ათასი ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს მოქალაქეს დ.ბ.-ს ჩამოერთვა არადეკლარირებული საქონელი და შეეფარდა ფულადი ჯარიმა 1000 ლარი." - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^