Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების მონაწილეობით სამხედრო სწავლება გაიმართა

14 აგვისტო, 2018 13:01

ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსი და აფხაზი სამხედროების ერთობლივი წვრთნა გაიმართა, მეშვიდე სამხედრო ბაზის, შავი ზღვის ფლოტისა და მეოთხე საჰაერო არმიის დანაყოფების მონაწილეობით.

წვრთნაში 2000-ზე მეტი ჯარისკაცი და 600 ერთეული სამხედრო ტექნიკა იყო ჩართული. მათ შორის სადესანტო გემი БДК, Ка-52 ტიპის ვერტმფრენები და ახალი ტანკები Т-72Б3. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

სწავლების სცენარის მიხედვით, სანაპიროს დაცვის მიზნით, აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის დესანტი  გუდაუთის პოლიგონის სანაპირო ზოლზე გადმოსხეს. დესანტს მხარდაჭერა ჰქონდა როგორც ზღვიდან სამი სარაკეტო კატარღით, ისე ჰაერიდან Ка-52 ტიპის ვერტმფრენებით. სანაპირო ზოლის დაცვის შემდეგ, სცენარის მიხედვით, აფხაზი და რუსი სამხედროები სწრაფ კონტრშეტევაზე უნდა გადასულიყვნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^