Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისში ბაგა-ბაღში ბავშვის მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

14 აგვისტო, 2018 16:07

თბილისში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში აღმზრდელის მიერ ბავშვზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

„სამართალდამცველებმა ფაქტის შესახებ მიღებული შეტყობინებისთანავე დაიწყეს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადეს შსს-ში.

საუბარია 8 აგვისტოს მომხდარ ფაქტზე, რომელიც სოციალური ქსელით გუშინ გახმაურდა. კადრებში ჩანს, რომ ძიძა 8 თვის ბავშვს ფიზიკურად ეხება. 

 აღმზრდელი, რომლის შესახებაც მშობელმა „სოციალურ ქსელში“ ვიდეო გამოაქვეყნა, სამსახურიდან გაათავისუფლეს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^