Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იტალიაში საავტომობილო ხიდი ჩაინგრა, არის მსხვერპლი

14 აგვისტო, 2018 16:17

იტალიაში, ქალაქ გენუასთან ახლოს საავტომობილო ხიდი ჩაინგრა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში მინიმუმ 20 ადამიანი მოჰყვა. მანქანები დაახლოებით 100 მეტრის სიმაღლიდან ჩაცვივდნენ.

საავტომობილო ხიდი დღეს შუადღისას, ძლიერი ქარისა და წვიმის დროს ჩაინგრა. ნგრევის ამსახველ ერთ-ერთ ვიდეოში ჩანს, რომ აღნიშნულის მიზეზი ერთ-ერთი დამჭერი სვეტის ჩამოშლა გახდა.

მორანდის ხიდის ის ნაწილი, რომელიც ჩაინგრა, რკინიგზის თავზე გადიოდა.

„შემზარავი ტრაგედია“ - ასე გამოეხმურა მომხდარ შემთხვევას იტალიის ტრანსპორტის მინისტრი დანილო ტორინელი.



ჯერჯერობით უცნობია მსხვერპლის რაოდენობა, თუმცა თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ ცვიოდა მანქანები ხიდის ნანგრევებთან ერთად. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს სატვირთო ავტომობილიც, რომელიც ჩავარდნას მცირედით გადაურჩა.


შემთხვევის ადგილზე მუშაობას, ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ართულებს რთული მეტეოროლოგიური პირობები.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^