Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ამ ეტაპზე ბრალის წაყენების შესახებ სუს-ში არაფერს ამბობენ“ - მაჩალიკაშვილის ადვოკატი

14 აგვისტო, 2018 17:40

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა დასრულდა. მაჩალიკაშვილის ადვოკატის, ქეთევან ჩუთლაშვილის თქმით, კონტრტერორისტულ ცენტრში მაჩალიკაშვილის მიმართ შეკითხვები 31 მაისს აქციაზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

მაშინ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ იყო დრო, როცა სხვა პირებთან ერთად სუს-ის შენობასთან მისვლას და თავის აფეთქებას გეგმავდა.

ჩუთლაშვილის თქმით, ამ განცხადების გამო სუს-ში გამოძიების დაწყება დაუსაბუთებელია და მასში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს.

„შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა განცხადების შინაარსს და მის განზრახვას. ჩვენ შესვლამდეც ვთქვით, რომ მის განცხადებაში არანაირი დანაშაულის ნიშნები არ არსებობდა. გამოძიების დაწყებაც და ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებიც იყო დაუსაბუთებელი. ბუნებრივია, რომ ანალოგიური თვალსაზრისი დავაფიქსირეთ დაკითხვის დროსაც“, - თქვა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა დაკითხვის შემდეგ.

ადვოკატის თქმით, სუს-ში გამოძიება სსკ-ის 323-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტერორისტული აქტის მომზადებას.

„თუმცა, ბუნებრივია არ ვეთანხმებით ამ ფორმულირებას, რადგან მივიჩნევთ, რომ დანაშაულის ნიშნები, მით უმეტეს ტერორიზმის, მალხაზის განცხადებაში არ ჩანდა“, - თქვა ადვოკატმა, რომლის თქმითაც, ამ ეტაპზე სუს-ში მაჩალიკაშვილის მიმართ მეტი კითხვა არ აქვთ.

„ამ ეტაპზე დაკავებასთან ან ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით არანაირი განმარტება სუს-ს არ გაუკეთებია, ჯერჯერობით მეტი კითხვა არ აქვთ და მივიჩნევთ, რომ არ უნდა დააკავონ, რადგან მაჩალიკაშვილის განცხადებაში დანაშაულის ნიშნები არ ჩანს“, - განმარტა მაჩალიკაშვილის ადვოკატმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^