Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ში მამაკაცმა ოჯახური კონფლიქტის შემდეგ თვითმფრინავი გაიტაცა და საკუთარ სახლს შეაჯახა

14 აგვისტო, 2018 18:16

აშშ-ში, იუტას შტატში მამაკაცმა, რომელიც ოჯახური კონფლიქტის გამო დააკავეს, გირაოთი გათავისუფლების შემდეგ თვითმფრინავი გაიტაცა და თავის სახლს შეაჯახა.

როგორც CNN  წერს, ადგილობრივ პოლიციაში განაცხადეს, რომ ოჯახური კონფლიქტის შესახებ შეტყობინება თვითმხილველებისგან კვირას შევიდა განყოფილებაში. შუა ხნის მამაკაცი დუეინ იუდი, რომელიც ცოლს სცემდა, პოლიციამ დააკავა. მოგვიანებით მას სასამართლომ გირაო შეუფარდა და  გაათავისუფლა. 

გათავისუფლებიდან რამდენიმე საათში პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ იუდის საცხოვრებელ სახლს თვითმფრინავი შეეჯახა. 

დუეინ იუდი პროფესიონალი პილოტი იყო, ის მუშაობდა სამშენებლო კომპანიაში, რომლის საკუთრებაშიც იყო მის მიერ გატაცებული თვითმფრინავი. შეჯახების მომენტში სახლში იმყოფებოდნენ იუდის ცოლი და შვილი, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს. შემთხვევის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ივლისი
18 ივლისი

რა შანსები აქვს „რუსთავი2-ს“ გადაწყვეტილ ...

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ  ადამიანის უფლებათა ევროპის სასამა ...
18 ივლისი
18 ივლისი

სტრასბურგის გადაწყვეტილებით, კორტების სპ ...

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილება გამოაქვეყ ...
18 ივლისი
18 ივლისი

დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის განცხადებ ...

უცვლელად გთავაზობთ დავით დვალის და ჯარჯი აქიმიძის დღევანდელ განცხადებას სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ...
^