Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თბილისის მერიის ურბანულ სამსახურს მირზიკაშვილის ნაცვლად სანდრო ტოგონიძე უხელმძღვანელებს

15 აგვისტო, 2018 14:30

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურს რუსუდან მირზიკაშვილის ნაცვლად ალექსანდრე ტოგონიძე უხელმძღვანელებს. ტოგონიძე აღნიშნულ თანამდებობაზე დღეს  თბილისის მერმა კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დაასახელა.

„ალექსანდრე ტოგონიძეს მინდა წარმატებები ვუსურვო, ის დიდი ხანია ჩვენთან მუშაობს,  წლების განმავლობაში მერიაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს, ახალგაზრდა ადამიანია და  მგონია, რომ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს, ერთიანი ძალისხმევით მოვაგვარებთ და წარმატებებს მივაღწევთ. ასევე, მინდა გითხრათ, რომ გენგეგმის მიღების შემდეგ, მისი აღსრულება და განხორციელება ჩვენი გუნდისთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება და მინდა სანდროს წარმატება ვუსურვო“,-განაცხადა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით,  რუსუდან მირზიკაშვილი ჩაიბარებს ისეთ მნიშვნელოვან პროექტს, როგორიცაა გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო გეგმებზე მუშაობა. კალაძის თქმით, მირზიკაშვილი ასევე ჩაუდგება სათავეში კულტურული მმეკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შესახებ რეფორმას. 

„რუსუდან მირზიკაშვილი  მნიშვნელოვან პროექტს ჩაიბარებს. თქვენ იცით, რომ გენგეგმის მიხედვით, ჩარჩო გეგმებზე მუშაობა გვიწევს. ქალაქში შერჩეულია შეაბამისად 11 არეალი, სადაც უნდა მოხდეს ჩარჩო გეგმების დამუშავება და ამ ჩარჩო გეგმების მიხედვით უნდა მოხდეს კონკრეტული არეალების განვითარება, რომ ჩვენ არ მივიღოთ ის შედეგები, რაც თბილისის ბევრ რაიონშია. სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა განავიტარო ქალაქი და კონკრეტული ლოკაცია. 

ჩარჩო გეგმების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, დაწყებული გვაქვს მნიშვნელოვანი რეფორმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე, და ამასაც  სათავეში რუსუდან მირზიკაშვილი ჩაუდგება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^