Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ თურქეთისთვის F-35 ტიპის თვითმფრინავების მიწოდებას შეაჩერებს

15 აგვისტო, 2018 15:42

აშშ თავდაცვის ავტორიზაციის აქტით, რომელსაც დონალდ ტრამპმა 13 აგვისტოს მოაწერა ხელი, თურქეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ავიაგამანადგურებლების მიწოდებას დროებით შეაჩერებს.

აშშ-სა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმებას, რომლითაც ანკარას 100 F-35 ტიპის თვითმფრინავი უნდა მიეღო, სენატორთა ნაწილი ჯერ კიდევ ხელშეკრულების გაფორმებამდე ეწინააღმდეგებოდა.

აშშ-ის ხელისუფლებამ თურქეთთან ხელშეკრულება მაინც გააფორმა და 2 გამანადგურებელი გადასცა. ამასთან, ანკარამ რუსეთისგან S-400 ტიპის თავდაცვის სისტემების შესყიდვაც გადაწყვიტა, რის გამოც თვითმფრინავების გადაცემის მოწინააღმდეგეთა რაოდენობა ვაშინგტონში გაიზარდა.

18 ივნისს სენატმა მიიღო თავდაცვის ავტორიზაციის კანონპროექტი, რომლის ერთ-ერთი პუნქტით აშშ-ის ხელისუფლებას თურქეთისთვის ავიაგამანადგურებლების გადაცემის დროებით შეჩერებას სთხოვდა.

თურქეთთან დიპლომატიური დავის გამწვავების პარალელურად დონალდ ტრამპმა თავდაცვის ავტორიზაციის აქტს ხელი მოაწერა და ვაშინგტონი, როგორც Foreign Policy წერს, თურქეთისთვის F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემას დროებით შეაჩერებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^