Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

300-ზე მეტი მედიაგამოცემა დღეს დონალდ ტრამპის საპასუხო კამპანიას იწყებს

16 აგვისტო, 2018 14:00

„The Boston Globe“-ის ინიციატივით დონალდ ტრამპის წინააღმდეგ არაერთი მედიაგამოცემა გაერთიანდა. კამპანია ჰეშთეგით #EnemyOfNone 16 აგვისტოს იღებს სტარტს. ეს იქნება თავისუფლი პრესის მხარდაჭერა და პასუხი ტრამპისთვის, რომელიც პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს ხშირად ესხმის თავს.

აშშ-ის პრეზიდენტს მედია არაერთხელ დაუდანაშაულებია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში და ხალხის მტერი უწოდებია.

ტრამპის საპასუხოდ „The Boston Globe“-მა გამოაქვეყნა სარედაქციო სტატია, სათაურით - „ჟურნალისტები ხალხის მტრები არ არიან“ და სხვა გამოცემებსაც მსგავსი პასუხის გაცემისკენ მოუწოდა.

„The Boston Globe“-ის ინიციატივას პირველად 100 გამოცემა გამოეხმაურა. თუმცა, BBC-ის ინფორმაციით, მათი რიცხვი ახლა უკვე 350-ს აღწევს. მათ შორის არიან ისეთი მსხვილი ამერიკული და საერთაშორისო მედიაგამოცემები, როგორებიცაა „The New York Times“ და „The Guardian“.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^