Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თანხები უსახური ეკლესიების აშენების ნაცვლად ძველების რესტავრაციას უნდა მოხმარდეს - ზურაბიშვილი

16 აგვისტო, 2018 18:03

პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საპრეზიდენტო პროგრამის კულტურის ნაწილის წარდგენისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ბევრი ახალი უსახური ეკლესია შენდება. მისი თქმით, უმჯობესი იქნება, თანხები, რომლითაც ეს ეკლესიები შენდება, ძველი ეკლესიების რესტავრაციისკენ იყოს მიმართული. ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ამ საკითხზე ის პატრიარქსა და მთავრობას ესაუბრება. 

„იმისთვის, რომ ეს კულტურა კიდევ უფრო განვავითაროთ, კიდევ ერთი ასეთი ინიციატივა არის, რომელზედაც ველაპარაკები პატრიარქსაც და მთავრობასაც. იმის მაგივრად, რომ ყოველ წუთს ავაშენოთ საკმაოდ უსახური, ახალი ეკლესიები, ეს თანხები, რომელიც მიდის ახალ ეკლესიებზე, ჩაიდოს ძველი ეკლესიების აღორძინებაში, რესტავრაციაში.

ამიტომ ამაზე ერთად ვიმუშაოთ, მე ვიცი, რომ თანხები ბევრად მეტი უნდა ძველის რესტავრაციას, ვიდრე ახალს, მაგრამ ვნახოთ, რა შეიძლება. აქაც შესაძლოა ჩავრთოთ უცხოელები, შეიძლება ჩავრთოთ UNESCO, უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეები და მე ვიცი ასეთები, რომლებიც ბრუნდებიან თავიანთ სოფლებში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას.   

დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანია დიდი ჯიხაიშიდან დაიწყო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 ნოემბერი
20 ნოემბერი

ხობში აფეთქების შედეგად დაშავებული მამაკ ...

ხობში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ხანდაზმული მამაკაცი თბილისის დამწვრობის ცენტრში გარდაიცვ ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

საქართველომ ყაზახეთთან მატჩი 2:1 მოიგო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებმა ერთა ლიგის ბოლო მატჩი ყაზახეთის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 2 - 1 მოუგო. შეხვე ...
19 ნოემბერი
19 ნოემბერი

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 22:00 საათზე ტელ ...

ბიძინა ივანიშვილი ხვალ, ტელეკომპანია „იმედზე" გადაცემა „იმედილაივის“ სტუმარი იქნება, - ამის ...
^