Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბახტაძე: საქართველოში მიწისქვეშა გაზსაცავი აშენდება

17 აგვისტო, 2018 10:55

საქართველოს პრემიერის მამუკა ბახტაძის თქმით, მიწისქვეშა საქართველოში გაზსაცავი აშენდება. მისი თქმით,  გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რის ფარგლებშიც მოხდება გაზსაცავის მშენებლობა. 

„დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ეხება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებას. გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის დაიდება 150 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ჩვენ ავაშენებთ მიწისქვეშა გაზსაცავის ინფრასტრუქტურას. გაზის საცავის მშენებლობით ქვეყანას გაუჩნდება სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ჩვენს დამოუკიდებლობას. პროექტი უზრუნველყოფს ქვეყანაში გაზის მიწოდებასა და მოხმარებას შორის არსებული დისბალანსის აღმოფხვრას და ზამთრის პერიოდში პიკური მოხმარების დაკმაყოფილებას. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ტექნიკური თვალსაზრისით დღეს ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას. ეს პროექტი არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, არამედ სტაბილურად ჩვენი მოსახლეობის გაზის უზრუნველყოფისთვის ზამთრის პერიოდში“, - განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^