
თბილისში, ბესიკის ქუჩა N4-ში, „ბიზნეს ცენტრი ბესიკზე“ შენობაში რუსეთის სავიზო ცენტრი გაიხსნა.
რუსეთის ოფიციალური სავიზო ცენტრი მოქალაქეებს ყოველ სამუშაო დღეს, 09:00 საათიდან მოემსახურება.
დოკუმენტაციის მიღება შესაძლებელია წინასწარი ჩაწერით, ვებგვერდზე – https://tass-georgia.ge/.
დოკუმენტების შეტანისას განმცხადებელი იხდის საკონსულო გადასახადს და სერვისის საფასურს, რომელიც 30 აშშ დოლარს შეადგენს. მიღებულ დოკუმენტაციას ცენტრი მეორე სამუშაო დღეს აგზავნის შვეიცარიის საელჩოში მდებარე რუსეთის ფედერაციის ინტერესთა სექციაში, სადაც ვიზის გაცემის ან ვიზაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში უნდა მიიღონ.
თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნას დღეს მამუკა ბახტაძეს გამოეხმაურა. ბახტაძის თქმით, თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრის გახსნა საქართველოს მოქალაქეებს კომფორტს თუ შეუქმნის, მთავრობა ამ ფაქტს მიესალმება.