Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ევკალიპტის ხის არ გადარგვის გამო სამინისტრომ ფონდთან კონტრაქტი გაწყვიტა

17 აგვისტო, 2018 14:20

მწვანე კონცხიდან ევკალიპტის ხის გადატანის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ „დმანისის გადარჩენის ფონდთან“ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ოპოზიციური პარტიებითაა დაკომპლექტებული. გიორგი ვაშაძე ამბობდა, რომ მუნიციპალიტეტმა ხე აუქციონზე გასაყიდად ბიძინა ივანიშვილისთვის გაიტანა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ხის შეძენა. 

„დმანისის გადარჩენის ფონდი“ ევკალიპტის ხის გადარგვის ვალდებულებას სასამართლოში ასაჩივრებს

მათი თქმით, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ფიზიკურმა პირმა დადგენილ ვადაში გადაიხადა ქონების სრული საპრივატიზებო საფასური, მაგრამ დაარღვია აუქციონის პირობები. 

„იმის გათვალისწინებით, რომ აუქციონში გამარჯვებულმა დაარღვია ელექტრონული აუქციონის პირობები, რაც უკავშირდება  ევკალიპტის ჯიშის ხის ადგილიდან გატანას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტო ცალმხრივად გავიდა ხელშეკრულებიდან. ამ ეტაპზე ევკალიპტის ჯიშის ხე სხვა ტერიტორიაზე არ გაუტანიათ“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“.

როგორც „ლიბერალს“  „დმანისის გადარჩენის ფონდის“ ხელმძღვანელმა თამთა შამათავამ განუცხადა, ფონდმა არაერთხელ მიმართა ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რათა ფონდისთვის მიღება-ჩაბარების აქტი გაეფორმებინათ, რაზეც პასუხი იყო, რომ მათ აუქციონის პირობები უნდა შეესრულებინათ და ხე გადაეტანათ. შამათავას თქმით, ფონდს სარჩელი სასამართლოში აქვს შეტანილი.

„ჩვენ არაერთხელ მივმართეთ სააგენტოს, მას შემდეგ, რაც თანხა გადავიხადეთ დადგენილ ვადებში,  რომ გაეფორმებინათ მიღება-ჩაბარების აქტი და ჩვენ მიერ ნაყიდი ქონება დაერეგისტრირებინა საკუთრებაში. თუმცა მათი მხრიდან ეს არ მოხდა. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ხე გაგვეტანა ადგილიდან. ჩვენ არაერთგზის წერილობით მივმართეთ, მაგრამ მათი პასუხი ერთი და იგივე იყო. რა უფლებით უნდა გავიტანოთ ხე, რომელიც ჩემს საკუთრებაში არ არის? ასევე ჩვენ სარჩელი გვაქვს შეტანილი სასამართლოში, ველოდებით სხდომის ჩანიშვნას. თვითონ საუბრობენ, რომ ფინანსთა მინისტრის ბრძანება არის საფუძველი აუქციონში ჩადებული პირობის. თვითონ ეს ბრძანებაა კანონსაწინააღმდეგო, რის ბათილობასაც აღნიშნულ სარჩელში ვითხოვთ .  ძალიან საინტერესო პროცესი გველოდება სასამართლოში“, - განაცხადა ფონდის ხელმძღვანელმა.

შამათავას თქმით, სასამართლოში სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

_________________________________________

„დმანისის გადარჩენის ფონდმა“  აუქციონში მოგებული ევკალიპტის ხე 20 020 ლარად შეიძინა. ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ აუქციონის წესით გატანილი ევკალიპტის ხის საწყისი ფასი 7000 ლარი იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^