Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საგარეო საქმეთა სამინისტრო აეროპორტში ირანის მოქალაქეებისადმი შეუსაბამო მოქცევას უარყოფს

18 აგვისტო, 2018 10:58

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის საპროტესტო ნოტის საფუძველზე მათ მოიკვლიეს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურში ირანის მოქალაქეებისთვის უპატივცემულო მოპყრობა, რაც ჯერ-ჯერობით არ დადასტურდა.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაჰრამ ყასემმა გუშინ განაცხადა, რომ თბილისი-ისფაჰანის რეისზე აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ირანელი ქალების თავსაბურავებს შეურაცხმყოფელად მოექცნენ. რის გამოც, ირანმა საქართველოს საპროტესტო ნოტით მიმართა და ამ შემთხვევის შესწავლა სთხოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ირანის მოქალაქეთა ნაწილი უკმაყოფილების შესწავლა შსს-ს თანამშრომლებმა ინფორმაციის მიღებისთანავე დაიწყეს.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისმა სამსახურებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს აეროპორტში საავიაციო უსაფრთხოების ოფიცერთა მიერ მგზავრთა გადამოწმების პროცედურების შესწავლა. პირველადი მონაცემებით და გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით, ქართველი სამართალდამცველების მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, მათ შორის რელიგიური გრძნობების შემლახავი რაიმე ქმედება არ გამოვლენილა. აღნიშნულის შესახებ ირანის მხარეს უკვე ეცნობა“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მათ ირანის ელჩთან შეხვედრაც დაგეგმეს, რათა კიდევ ერთხელ განიხილონ ეს საკითხი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^