Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთში აშშ-ის საელჩოს შენობას ესროლეს

20 აგვისტო, 2018 11:34

ანკარაში აშშ-ის საელჩოს ესროლეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN Turk ავრცელებს. 

მათი ინფორმაციით, საელჩოს რამდენიმე ტყვია მანქანიდან ესროლეს. ტყვია დაცვის სამსახურის შენობას მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა. 

შემთხვევა დაახლოებით 5:00 საათზე მოხდა. პოლიცია დამნაშავეებს ეძებს, რომლებიც თეთრი მანქანით გადაადგილდებოდნენ. 

____________________________

თურქეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა თურქეთში ამერიკელი პასტორის, ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებამ გაამწვავა. 

ანკარა მას  ჯაშუშობასა და 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორად მიჩნეულ ოპოზიციონერ  ფეტულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს.

მომხდარის გამო აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. ბრანსონის დაკავების პასუხად დონალდ ტრამპმა გააორმაგა ტარიფები ფოლადსა და ალუმინზე, რამაც თურქეთში ლირის სწრაფი გაუფასურება გამოიწვია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^